1. დაიცავით ბალანსი ცივ და თბილ ფერებს შორის.
ამ ჰარმონიას ადამიანი ქვეცნობიერად გრძნობს. მუქ ფერებს დიზაინში შეაქვს სიმტკიცის, ხოლო ღია ფერებს სიცოცხლის შეგრძნება. ცივი ტონები ამშვიდებს, თბილი – აღაგზნებს. ბალანსის დაცვა კი კომფორტის შეგრძნების საშუალებას იძლევა.
2. გადაწყვიტეთ ყველაზე მეტად რისთვის აპირებთ სამზარეულოს გამოყენებას, რადგან შერჩეული ფერი „ამშვენებს“ ამ პროცესს.
თუ სამზარეულო გინდათ იმისთვის, რომ გამოიყენოთ სხვადასხვა ადამიანების თავშეყრის ადგილად, სადაც ხდება მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული საკითხების განხილვა, მაშინ ცივი ფერები უფრო შესაფერისია, მაგალითად ღია ცისფერი, მონაცრისფრო, მწვანე. ქალების თავშეყრის ადგილად თუ უნდა გამოიყენოთ, მაშინ შეგიძლიათ იხმაროთ ვარდისფერი, ცისფერი, ყვითელი. „სალონური“ საუბრებისთვის გამოდგება ცისფერი და იისფერი. ოჯახური შეკრებებისთვის გამოიყენეთ მშვიდი, თბილი ფერები, რაც სიმყუდროვეს ქმნის. სამზარეულო ეს ის ადგილია, სადაც მუდამ გელიან, სადაც სითბო და კომფორტია.
3. ფერი და მადა.
ყველამ იცის, რომ პროდუქტის და გარემოს ფერი უდიდეს გავლენას ახდეს ჭამის მადაზე. ქვეცნობიერად ჩვენ ვიცით, რომელი ფერები „იჭმევა“ და რომელი არა. ღია ფერები, როგორიცაა ფორთოხლისფერი, წითელი – ჭამის მადას მატებს და იწვევს წყურვილს. წითელი ასევე ახდნეს მონელების სტიმულირებას, გააჩნია აღმდგენი თვისებები, მაგრამ ზოგიერთ ადამიანზე ზედმეტად აღმგზნებად მოქმედებს. ამიტომ, გამოიყენეთ ის გონივრულად, მაგალითად ამ ფერის ხელსახოცები იხმარეთ. ჭურჭელი უნდა იყოს შედარებით თბილ და ღია ფერებში, ვიდრე მოხატვის ელემენტები. მაგრამ თუ თქვენ გეგმავთ, რომ ჭამის მადამ კი არ მოიმატოს, პირიქით – მოიკლოს, მაშინ გამოიყენეთ ცივი ფერები – ცისფერი, მწვანე და მათი ტონები. ისინი ამცირებენ ჭამის მადას და ამშვიდებენ კიდეც.
4. თუ სამზარეულო პირადად თქვენთვის მხოლოდ კერძების მოსამზადებელი ადგილია, მაშინ იხმარეთ მწვანე ფერი – ის ამაღლებს შრომისუნარიანობას. ისე კი ნებისმიერი ფერი შეგიძლიათ გამოიყენოთ, სამზარეულოში გაცილებით მნიშვნელოვანია ფუნქციონალურობა. გააკეთეთ ისე, რომ ყველაფერი მოსახერხებელი იყოს, რომ მზადების პროცესი არ გახდეს რუტინა. გაითვალისწინეთ, რომ ღია ფერის აქსესუარების დამატება ნამდვილად კარგი იქნება, მაგალითად: შეიძინეთ უჩვეულო ფერის სამზარეულოს ტექნიკა – ცისფერი, ყვითელი, წითელი და ა.შ.