ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ თანხის გამომუშავების პოპულარულ ვარიანტს მათთვის, ვისაც აქვს ბინის გაქირავების საშუალება.
თუ თქვენ გაქვთ ადგილი, სადაც ტურისტებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ კომფორტულად გაატარონ დრო, შეგიძლიათ მისი გაქირავება დღიურად, ყველაზე პოპულარულ საიტზე Airbnb.com. გასაქირავებლად შეგიძლიათ დადოთ არამარტო ბინა და სახლი, არამედ ცალკეული ოთახი, იახტა და ა.შ. მთავარია, რომ ეს იყოს უსაფრთხო და ჰქონდეს ყველა საჭირო პირობა აუცილებელი კომფორტისთვის.
როგორ გამოვიმუშაოთ ფული Airbnb-ზე ბინის ან ოთახის გაქირავებით?
Airbnb.com — ყველაზე პოპულარული საიტია საცხოვრებლის საძიებლად მილიონობით მოგზაურისთვის დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან. ამ საიტზე განაცხადის განთავსება შესაძლებელია სრულიად უფასოდ და მარტივად.
იმისათვის, რომ საცხოვრებელი ფართი გააქირაოთ, საჭიროა რეგისტრაცია გაიაროთ საიტზე Airbnb.com.
რეგისტრაციის შემდეგ თქვენ უნდა დააჭიროთ ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებულ ღილაკს — «საცხოვრებლის გაქირავება» (ზოგჯერ მას აწერია «მიიღეთ სტუმრები»), რის შემდეგ გადახვალთ დეტალური ინსტრუქციის გვერდზე, თუ როგორ უნდა დაამატოთ ინფორმაცია თქვენი საცხოვრებლის შესახებ.
საიტზე ძალიან გასაგებად და თანმიმდევრულად შემოგთავაზებენ აუცილებელი მონაცემების შეყვანის ინსტრუქციას, ასევე ფოტოების დამატების საშუალებაც გექნებათ. ინფორმაციის დამატების პროცედურა ძალიან მარტივია, ასე რომ, ზედმეტ ახსნას ამ სტატიაში არ ვაპირებთ, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ თავადაც მშვენივრად გაართმევთ თავს.
განაცხადის რედაქტირების პროცესში, თქვენ შეგიძლიათ თავად მიუთითოთ ის თანხა, რომელიც გსურთ ბინის გაქირავებით მიიღოთ, რა ფორმით გსურთ გააქირაოთ ფართი და დაამატოთ ის დეტალები საცხოვრებელთან დაკავშირებით, რომელთა მითითებაც გსურთ განაცხადში(მაგალითად თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ, რომ თქვენს ბინაში აკრძალულია ცხოველებთან ერთად დაბინავება).
მას შემდეგ, რაც შეავსებთ ყველა აუცილებელ ინფორმაციას, თქვენი განაცხადი დაემატება საიტზე, სადაც ყველა მსურველი დაინახავს მას და შეძლებს დაჯავშნოს მისთვის მისაღებ თარიღებში.
განაცხადის განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია თქვენზე. მას შემდეგ, რაც ვინმე თქვენს საცხოვრებელს აირჩევს, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას და შეძლებთ გადაწყვიტოთ (გამოხმაურებებზე/
Airbnb.com-ზე არსებული მართვის პანელი ძალიან მოსახერხებელია და თქვენ ყოველგვარი გართულების გარეშე შეძლებთ გაერკვეთ სხვა პარამეტრებშიც.
ერთად-ერთი, რაც დამატებით ახსნას საჭიროებს, ეს არის Airbnb-დან მიღებული თანხის მოხსნის მეთოდების შესახებ ინფორმაცია.
როგორ გამოვიტანოთ Airbnb-ზე გამომუშავებული თანხა
მას შემდეგ, რაც თქვენ დაადასტურებთ ჯავშანს, თქვენი სტუმრის საბანკო ანგარიშიდან მოხდება თანხის ჩამოჭრა და გადამისამართება Airbnb-ის ვებ-გვერდზე დარეგისტრირებულ თქვენს ანგარიშზე.
იმისათვის, რომ ჩარიცხული თანხა გამოიტანოთ, საჭიროა შეხვიდეთ საკუთარ ანგარიშში — აირჩიოთ „გადახდის სასურველი მეთოდი“ და დააწვეთ წითელ ღილაკს – «გადახდის მეთოდის დამატება».
საიტზე არსებობს ფულის გამოტანის 2 გზა. მოდით თითოეული მათგანი განვიხილოთ ცალ-ცალკე.
1. საერთაშორისო საბანკო გადარიცხვა — ეს არის დაცული გადარიცხვა, რომლის მომსახურების საკომისიოს წარმოადგენს 25$, ხოლო თანხის ასახვა ხდება 7 სამუშაო დღის მანძილზე. ეს ვრიანტი შეიძლება მისაღები იყოს მათთვის, ვინც დიდი რაოდენობით თანხას ხსნის იურიდიული პირის ანგარიშიდან, თან იშვიათად.
2. Western Union — საკომისიო შეადგენს 10$ ერთჯერადად, და იმისათვის, რომ მიიღოთ თანხა, თქვენ პირადად მოგიწევთ ბანკში მისვლა, სადაც ხდება თანხის გაცემა, ასევე უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და თქვენს მაილზე მოსული 10 ნიშნა კოდი, რომელიც გამოიყურება ასეა MTCN 1645898678. ასევე თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ ის მინიმალური თანხა რაც გინდათ რომ დაგროვდეს თქვენს Airbnb-ს ანგარიშზე და შემდეგ გამოიგზავნონ.
შეჯამებისთვის, გვინდა წარმოგიდგინოთ მოკლე გეგმა თუ როგორ უნდა გამოიმუშავოთ ფული Airbnb-ზე:
- დარეგისტრირდით საიტზე Airbnb
- დაამატეთ თქვენი ბინა, ფოტო მასალა და ინფორმაცია ბინის შესახებ
- ჩართეთ Western Unionit თანხის მიღების გრაფა.
- დაელოდეთ გზავნილის კოდს, რომელიც მოვა თქვენს მაილზე
- გამოიტანეთ თანხა ბანკიდან
რეგისტრაცია: www.airbnb.com