მანამ, სანამ ბინა გააქირავდება, მფლობელმა აუცილებლად უნდა გათვალოს გარკვეული მომენტები, რაც თან ახლავს ამ პროცედურას და რაღა თქმა უნდა მოიყვანოს ბინა «სასაქონლო» მდგომარეობაში.
1. გასაქირავებელი ბინის ფასი
პირველი, რის გარშემოც უნდა ჩამოყალიბდეთ – ეს არის ფულადი თანხა, რომელიც რეგულარულად უნდა გადაგიხადოთ მოიჯარემ. როგორც წესი, ფასის ფორმირება ხდება 2 ფაქტორის გათვალისწინებით: ადგილმდებარეობა და ბინის მდგომარეობა.
2. ბინის რემონტი და საერთო მდგომარეობა
ეს ფაქტორები პირდაპირ დამოკიდებული უნდა იყოს იმ მიზნებზე, რომლებიც აქვს მეიჯარეს. თუ მას ქონების გაქირავებიდან სურს მაღალი სარგებლის მიღება, მაშინ საცხოვრებელი უნდა გამოიყურებოდეს შესაბამისად.
სანტექნიკა უნდა იყოს კარგ და მოვლილ მდგომარეობაში; იატაკი უნდა იყოს მოვლილი; ავეჯი ლამაზი და მოსახერხებელი; სამზარეულოს გარნიტური ხარისხიანი, სასურველია ცენტრალური გათბობა, ან გათბობა და ცხელი წყალი იყოს გაზზე – ყველაფერი ეს საშუალებას მოგცემთ ბინის ქირა რაც შეიძლება მაღალი იყოს.
3. კლიენტის ძიება
ეს საქმე სჯობს მიანდოთ უძრავი ქონების კარგ სააგენტოს, ის უმოკლეს ვადებში მოგიძებნით შესაფერის კლიენტს, რომელთანაც პრობლემები ნამდვილად ნაკლები გექნებათ!
მოიჯარის ნახვის შემდეგ სააგენტო გაგიფორმებთ ხელშეკრულება. ეს დოკუმენტი დაგეხმარებათ თავი აარიდოთ ბევრ უსიამოვნებას, რომლებიც შესაძლებელია წარმოიშვას ბინის მფლობელსა და მოიჯარეს შორის.
ბევრი ადამიანი მოიჯარეს საკუთარი ძალებით ეძებს. ამის მიზეზი არის რიელტორებისთვის სარგოს გადახდაზე უარის თქმა. ეს მცდარი მიდგომაა მსგავს საქმეში. სააგენტო აიღებს მის კუთვნილ პროცენტს, მაგრამ ამასთან, ბინის მფლობელი მიიღებს ყოველთვიურად ზუსტად იმ თანხას, რომელიც სურდა და თან პრობლემებიც ნაკლები ექნება.
4. ვისზე გააქირაოთ?
ეს საკმაოდ სერიოზული შეკითხვაა, რომელიც ყველა მეიჯარეს უჩნდება. თავიდან დაელაპარაკეთ ადამიანს, პირველი შთაბეჭდილება ხშირად სწორია. საუბრიდან შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი შეიტყოთ პოტენციური მოიჯარის შესახებ. თქვენ სრულიად დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მისი ცხოვრების შემდეგ, თქვენი ბინა არ დაზიანდება და შემდეგ ჯერზე გასაქირავებლად უვარგისი არ გახდება. გასაუბრების დახმარებით თქვენ შეძლებთ გაცხრილოთ არასასურველი ადამიანები.
5. იჯარა
თქვენ, როგორც საცხოვრებლის სრულუფლებიან მფლობელს, უფლება გაქვთ გააკონტროლოთ როგორ ეპყრობიან მოიჯარეები თქვენს ქონებას. საკმარისია ბინის მონახულება თვეში ერთხელ. როცა მოიჯარე დატოვებს ბინას, აუცილებლად შეამოწმეთ მისი მდგომარეობა. ასევე, ურიგო არ იქნება საკეტების გამოცვლა. ამ საკითხში გარისკვა ნამდვილად არ ღირს!