თუ გსურთ ბინის გაქირავება და ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ ფული დაზოგოთ და თავად გააკეთოთ ეს, შუამავლის დახმარების გარეშე; გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა შუამავალზე უარის თქმა უფრო ძვირი დაგიჯდეთ.

შუამავლები ანუ აგენტები არა მხოლოდ გეხმარებიან საუკეთესო დამქირავებლების მოძებნასა და მათ შერჩევაში, ამასთანავე ამზადებენ ხელშეკრულებას ყველა დეტალის გათვალისწინებით. საქართველოში შუამავლების, ბროკერების და მფლობელების უმრავლესობა მუშაობს ხელშეკრულების გარეშე, რაც შემდგომში იწვევს ისეთ პრობლემებს როგორიცაა: ბინის შეთანხმებულ დროზე ადრე დატოვება, ავეჯის ან სხვა ინვენტარის დაზიანება/გაფუჭება, ქირის გადახდის დაგვიანება და ა.შ.

სწორად შერჩეულ შუამავლს შეუძლია მიგაღებინოთ მაქსიმალური მოგება გრძელვადიანი გაქირავების ხელშეკრულებით. ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე უპირატესობა, რომელსაც მიაღწევთ უძრავი ქონების შუამავლის გამოყენებით, როგორიცაა Werent.Estate.

1. შუამავალი გეხმარებათ საუკეთესო მხრიდან წარმოადგინოთ თქვენი ბინა.

პირველი შთაბეჭდილება დამქირავებელს ექმნება სურათებით, ამიტომ აუცილებელია რომ სურათები რეალურად ასახავდეს ბინას. უძრავი ქონების საიტებზე 10-ჯერ დიდი გამოხმაურება და ხილვადობა აქვს განცხადებებს, რომლებსაც თან ახლავთ მაღალი ხარისხის სურათები. სანამ დამქირავებელი მიიღებს გადაწყვეტილებას რომ დაათვალიეროს ბინა, წარმოდგენის შესაქმნელად სურს ნახოს ფართის სურათები და დარწმუნდეს, რომ დროს ტყუილად არ დაკარგავს. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა  გადავიღოთ სურათები სწორედ იმ ფორმატში და რაკურსში, რომელიც ყველაზე კარგად აღსაქმელია დამქირავებლისთვის. ასევე მნიშვნელოვანია მოწყობილობა, რომლითაც ხდება  სურათების გადაღება და შემდეგ დამუშავება. ხშირ შემთხვევაში ბინის მფლობელს არ გააჩნია მაღალი ხარისხის  ფოტო-ვიდეო გადამღები საშუალებები  და შედეგად სურათები არის ბუნდოვანი და/ან უხარისხო.

2. შუამავლები პოულობენ კარგ დამქირავებლებს.

დამქირავებლის პოვნა, რომელსაც სურს თქვენი ბინის ქირავნობა, შედარებით ადვილია, მაგრამ სწორი დამქირავებლის პოვნა შეიძლება ბევრად უფრო რთული იყოს. შუამავლებს აქვთ კარგი კავშირები, რომლებიც საჭიროა თქვენი სახლისთვის შესაფერისი მდგმურის მოსაძებნად. შუამავალი დაგეხმარებათ იპოვოთ როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი არენდატორი, რომელიც იხდის სწორედ იმ თანხას, რაც ღირს თქვენი ქონება და  ასევე გეხმარებათ გრძელვადიანი მოიჯარის პოვნაში და ამით თქვენ თავიდან იცილებთ ახალი დამქირავებლის მოძიებასთან დაკავშირებულ ხარჯებს და რესურსებს. და ბოლოს, ისეთი დამქირავებლების პოვნა, რომლებსაც აქვთ კარგი რეკომენდაცია წინა მესაკუთრეებისგან ნიშნავს, რომ თქვენ არ მოგიწევთ ფიქრი თქვენი ქონების დაზიანებაზე ან ქირის გადახდის დაგვიანებაზე.

3. შეჯამება თუ რატომ გჭირდებათ შუამავალი თქვენი ქონების გაქირავებისთვის.

თუ თქვენ აქირავებთ ბინას შუამავალი დაგეხმარებათ მიიღოთ მოგება თქვენი ქონების გაქირავებით, იპოვოთ თქვენი ბინის გრძელვადიანი ბინადარი და შეამციროთ დრო ხელშეკრულებებს შორის.

თუ თქვენ გჭირდებათ დახმარება უძრავი ქონების გაქირავებაში დაგვიკავშირდით, რათა გაარკვიოთ, თუ როგორ შეგვიძლია თქვენი დახმარება. ჩვენ გვაქვს 10 წლიანი გამოცდილება, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ მესაკუთრეებს საკუთარი სივრცის ოპტიმიზაციაში, საუკეთესო, გრძელვადიანი დამქირავებლების პოვნაში და ხელშეკრულებების მომზადებაში, რომლებიც იცავს მათ ინტერესებს.

უძრავი ქონების აგენტი: თამარი ციმაკურიძე
Mob
: +995577753002 (WhatsApp და Viber)

Email: tamari@werent.ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი