გსურთ Airbnb-ზე მასპინძლობა – მაგრამ არ გაქვთ საკუთარი სახლი ან დამატებითი ოთახი სტუმრისთვის შესათავაზებლად. როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? თქვენ განიხილავთ Airbnb- ის შთაბეჭდილებებს (Airbnb Experience). თუ თქვენ გაქვთ ფართო ცოდნა თქვენი ქალაქის შესახებ, თქვენ შეიძლება გქონდეთ ის, რაც  Airbnb შთაბეჭდილებების(Experience) მასპინძელს სჭირდება. თუ თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ გასტრონომიური ტური, გადაიღოთ პროფესიონალური სურათები  ან გაუწიოთ გიდობა ადამიანებს ლაშქრობისას, დახატოთ და გაუზიარეთ თქვენი სტუდიის სივრცე მოგზაურებს – თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ საყვარელი საქმიანობა და ცოდნა Airbnb სტუმრებთან წვდომისათვის. მზად ხართ გაიგოთ როგორ?

რა არის არის AIRBNB  შთაბეჭდილებები?

2017 წელს  Airbnb- მა გამოიკვლია მოგზაურების მომავალი სურვილები თავიანთი პლატფორმის გამოყენებით და აამოქმედა Airbnb  შთაბეჭდილებები – რიგითი ღონისძებები, რომლებსაც მასპინძლობდნენ ადგილობრივი  გიდები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში. დროთა განმავლობაში მათ დახვეწეს არსებული  მოდელი, რათა უზრუნელყოთ მაღალი სტანდარტების შთაბეჭდილებების შეთავაზება. გასული წლის მდგომარეობით, მათ გააფართოეს Airbnb  შთაბეჭდილებები და ის ხელმისაწვდომი იქნება 1000 ქალაქში. შესაბამისად ეს სერვისი უკვე ხელმისაწვდომი გახდა საქართველოშიც.

მოგზაურებს შეუძლიათ დაჯავშნონ შთაბეჭდილება, რომელიც მოიცავს მხოლოდ შუადღეს ან თუნდაც რამდენიმე დღეს. ეს ღონისძიებები მოიცავს ველოსიპედით სეირნობას, ერთდღიან მოგზაურობას აქლემებით ატლასის მთებში ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკაში  და ა.შ. როდესაც ეძებთ უნიკალურ, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას, Airbnbის მიზანია დარწმუნეს, რომ თქვენ ის იპოვეთ. ეს ექსკურსიები, მასტერლასები, ტურები  გამოყოფილია  დაჯავშნილი საცხოვრებლიდან რომელიც თქვენ Airbnb-ზე დაჯავშნეთ. შთაბეჭდილების ღირებულება ერთ ადამიანზე შეიძლება ღირდეს 20 დოლარიდან რამდენიმე ათას დოლარამდე, დამოკიდებულია შეთვაზებაზე.

რას ეძებენ ისინი?

როგორ ფიქრობთ გაქვთ ტური ან მასტერკლასი რომელსაც თქვენს ქალაქში მოგზაურებს შესთავაზებთ?მშვენიერია, ნება მოგვეცით გითხრათ თუ რას ეძებს Airbnb-ი.

არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გქონდეთ წარმატებული Airbnb შთაბეჭდილებისთვის:

  • მან უნდა წარმოაჩოს თქვენი პროფესიონალიზმი, მისცეს ვიზიტიორებს ისეთ ადგილებზე შესვლის შესაძლებლობა სადაც სხვა შემთხვევაში ვერ შევიდოდნენ და ხელი შეუწყოს თქვენსა და თქვენს სტუმრებს შორის კავშირს.
  • თქვენი Airbnb შთაბეჭდილებები სტუმრებისთვის უნდა იყოს ექსკლუზიური – არ შეგიძლიათ Airbnb სტუმრების შერევა სხვა სტუმრებთან.
  • Airbnb ასევე მოითხოვს რომ უმასპინძლოთ შთაბეჭდილებების ტურს ან მასტერკლას თუნდაც მხოლოდ ერთ სტუმრას ჰქონდეს ჯავშანი – ამ დროისთვის მათ არ აქვთ მინიმალური სტუმრის განსაზღვრის მექანიზმი.
  • თქვენ უნდა შეგეძლოთ ისეთი რამის შეთავაზება მოგზაურებისათის რასაც სხვაგან ვერ მიიღებენ. Airbnb არ ეძებს იმ ხალხს, ვინც პერსონალურ ტურებს უტარებს დიდ ჯგუფებს, ან იმ ადამიანებს, რომლებიც თავაზობენ აეროპორტიდან ტრანსპორტირებას. ისინი ასევე არ დაამტკიცებენ ისეთ შთაბეჭდილებას რომელიც სხვა არაფერია, თუ არა უბრალო ადგილობრივი ღონისძიება სპეციფიური მასპინძლობის გარეშე ან ნებისიმიერი სხვა რამ რასაც ტურისტი თითონ იპოვიდა – მაგალითად ტურისტული ატრაქციონები.
  • თუმცა თუ თქვენ ხართ ცნობილი და გამოცდილი მხატვარი, გსურთ გახსნათ თქვენი სტუდია სტუმრებისთვის და ასწავლოთ მათ, მაშინ შეგიძლიათ გახდეთ Airbnb შთაბეჭდილებების მასპინძელი. ან იქნებ კარგად ერკვევით ადგილობრივ ფოლკლორში და გინდათ ტურის შეთავაზება? პერსპექტიულად ჟღერს. იქნებ თქვენ გყავთ თხები და გიყვართ იოგია – თხის იოგა ახლა ძალიან პოპულარულია.

 

რა არის Airbnb მომსახურების საფასური?

Airbnb-ი საშუალებას გაძლევთ დაადგინოთ საკუთარი ფასები ნებისმიერ შთაბეჭდილებაზე რომელსაც შესთავაზებთ მათი პლატფორმის საშუალებით. თქვენ უნდა დარწმუნდეთ რომ ფასი ასახავს დროს რომლის ინვესტირებასაც ახდენთ შთაბეჭდილებაში, ნებისმიერი რესურსის ღირებულებას, რომელიც თქვენ უნდა მიაწოდოთ სტუმრებს, დამატებითი დაზღვევას, რომელიც შეიძლება დაგჭირდეთ და ა.შ. თქვენ ასევე უნდა გაითვალისწინოთ მომსახურების საფასურს Airbnb აიღებს დამატებით.

Airbnb-ი იღებს მხოლოდ 3%-ს ჯავშნიდან  და 20 %-ს შთაბეჭდილებიდან. ეს შეიძლება ბევრი ჩანდეს, მაგრამ გაითვალისწინეთ ყველაფერი, რასაც  Airbnb-ი გთავაზობთ – ისინი აგავარებენ გადახდის პროცესს, უზრუნველყოფს დაზღვევის დაფარვას 1 მილიონ დოლარამდე ბევრს შთაბეჭდილებაზე და გათავაზობთ სივრცეს თავიანთ პლათფორმაზე რომ შეძლოთ თქვენი მომსახურების განვითარება.

როგორ დაიწყოთ?

პირველი რაც თქვენ გჭირდებათ – წაიკითხეთ ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც Airbnb-ი გთავაზობთ, მათ აქვთ ვრცელი გვერდები, რომლებიც მოიცავს იმ სტანდარტებს რასაც უნდა აკმაყოფილებდეთ. შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია გათვალისწინებული დაზღვევის დაფარვის შესახებ და მოიძიოთ ძირითადი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი დაზღვევა. ისინი ასევე გირჩევენ შეამოწმოთ ადგილობრივი კანონები იმის დასადგენად ხომ არ გჭირდებათ ლიცენზია საქმიანობის საწარმოებლად.

მას შემდეგ რაც დარწმუნდებით, რომ ფლობთ საჭირო ინფორმაციას, დროა დაიწყოთ მუშაობა ჩამონათვალის  შედგენაზე. Airbnb– ის ყველაზე წარმატებული ჩამონათვალი მოიცავს მიმზიდველ და ინფორმაციულ ფოტოებს,საინტერესო აღწერილობებს, რომლებიც მოიცავს ყველა საჭირო დეტალს ყველა სხვა ინფორმაციას, რომელიც საჭიროა Airbnb-სთვის. იმისათვის რომ მიიღოთ დასტური Airbnb-სგან და ასევე დააინტერესოთ სტუმრებიც, გაეცანით სხვა შთაბეჭდილებებს რომლებიც განთავსებულია Airbnb-ზე. ყურადღებით დააკვირდით რას ასკეთებენ ისინი და თქვენც იგივე გააკეთეთ – თქვენი სიტყვებით და საკუთრი ფოტოებით რა თქმა უნდა.

მას შემდეგ რაც ყველაფერს წარუდგენთ Airbnb-ს დაელოდეთ. მათი გუნდი განიხილავს თქვენს ჩამონათვალს და საბოლოოდ გადაწყვეტს, მოგცემთ თუ არა დასტურის შტამპს  და გაააქტიურებს თქვენს შთაბეჭდილებას მათ პლატფორმაზე.