1. რისი გაქირავება შეიძლება Airbnb-ზე?
Airbnb-ზე ყველაფრის გაქირავება შესაძლებელია. გნებავთ ბინა გააქირავეთ, გნებავთ თავისუფალი ოთახი. დივანი თუ გაგითავისუფლდათ, მისი გაქირავებაც შეგიძლიათ. Airbnb-ზე არის უფრო ეკზოტკიური ვარიანტებიც — ხეებზე მოწყობილი სახლების ჩათვლით, ასე რომ, თუ თქვენ რამე გასაქირავებელი გაქვთ, შეგიძლიათ განათავსოთ აქ.
2. რით უნდა დაიწყოთ?
დასაწყისისთვის საჭიროა გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია, თვენი ფეისბუქით ან ელ.ფოსტით, შექმნათ განაცხადი და მოკლედ აღწეროთ გასაქირავებელი სივრცის შესახებ მონაცემები. უპირველეს ყოვლისა – იყავით ზუსტი. მაქსიმალურად დეტალურად აღწერეთ თუ რას სთავაზობთ სტუმრებს. აუცილებლად იყავით გულახდილი პირობების აღწერისას და თუ სტუმრებს არც თუ ისე კომფორტულ საწოლზე მოუწევთ წოლა, უთხარით ეს მათ პირდაპირ. თუ თქვენი ფანჯრიდან ლამაზი ხედია და დაისი კარგად ჩანს – არც ამის თქმა დაგავიწყდეთ. მნიშვნელოვანია ყველა წვრილმანი, ინტერნეტის სიჩქარის ჩათვლით. თუ სტუმარი შეამჩნევს ისეთ რამეს, რაც არ იყო განცხადებაში აღწერილი, მან შეიძლება საჩივრით Airbnb-ის — სტუმარს გადაიყვანენ უკეთს საცხოვრებელში, ხოლო არაკეთილსინდისიერი გამქირავებელი დარჩება შემოსავლის გარეშე.
3. მე შევქმნი განაცხადი, რა ვქნა ფოტოებზე?
საერთდ ფოტოები შეგიძლიათ თავად გადაიღოთ, სმარტფონითაც კი. მაგრამ უმჯობესია დაუკვეთოთ პროფესიული გადაღება. Airbnb-ის ფოტოგრაფს შეუძლია გადაიღოს თქვენი ბინის, ოთახის ან სახლის ფოტოები, ადრე ეს მომსახურება საქართველოში უფასო იყო, ახლა სამწუხაროდ ფასიანია. ამისათვის საჭიროა დატოვოთ განაცხადი. როგორც წესი, გადაღება ტარდება სამი დღის მანძილზე. ლამაზი ფოტოების პარალელურად, ეს მომსახურება ასევე მოგცემთ დასტურის ნიშანს Airbnb-გან, რასაც დიდ ყურადღებას აქცევს სტუმრების უმრავლესობა. ფოტოგრაფის მოსვლამდე კარგად დაალაგეთ საცხოვრებელი ადგილი იმისათვის, რომ ფოტოებზე იდეალურად გამოჩნდეს.
4. რამდენი უნდა გადავახდევინოთ სტუმრებს?
გამოცდილი მეპატრონეები ახალბედებს ურჩევენ ჯერ შეისწავლონ ფასები თავიანთ უბნებში და ოდნავ დაბალი ფასი დაადონ ბინას (დაახლოებით 25%-ით ნაკლები). ახალი ბინისთვის აუცილებელია სტუმრებისგან შეფასებების/უკუკავშირის მიღება, ამიტომ, მეპატრონისთვის ხელსაყრელია რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ ისინი.
5. როგორ მოვემზადოთ სტუმრების მოსვლისთვის?
სტუმრების მიღებამდე ბინა უნდა დალაგდეს, ასევე უნდა მოამზადოთ მათთვის სუფთა პირსახოცები და თეთრეული. თუ ამის გაკეთება თავად არ შეგიძლიათ (ან არ გინდათ), შეგიძლიათ განაცხადის ატვირთვისას დააწესოთ გარკვეული თანხა ბინის დალაგებაზე და დაიქირაოთ პროფესიონალი კლიენტები. ასეა თუ ისე, სტუმრების მიღების წინ, ბინაში უნდა იყოს სისუფთავე.
6. კიდევ რა უნდა ვიცოდეთ?
მოიფიქრეთ იდეალური სათაური თქვენი განცხადებისთვის – ის ყველაფერს წყვეტს. თქვენ სტუმარი ერთი წინადადებით აიძულოთ, რომ ზუსტად თქვენი სახლი შეარჩიოს. შეკითხვებს სწრაფად უპასუხეთ – ამისათვის შეგიძლიათ შეტყობინებების მიღების ფუნქცია გაააქტიუროთ და ჩამოტვირთოთ Airbnb-ის აპლიკაცია. სტუმრებთან შეხვედრისას საჭიროა იყოთ კეთილგანწყობილი: ადამიანებს Airbnb არამარტო იაფი ფასების გამო, არამედ აბორიგენთან ურთიერთობის შესაძლებლობისაც უყვართ. ერთი ბოთლი ღვინო შეძლებს გაცნობისას წარმოქმნილი უხერხულობა გადაგალახინოთ.
7. რა თანხას მივიღებ მე და რამდენს აიღებს Airbnb?
Airbnb თქვენგან აიღებს გასაქირავებელი ფართის სრული ღირებულების 3%-ს. მაგალითად, თუ ბინის ფასია ღამეში $52, თქვენ მიიღებთ $50. ფულის მიღება რამოდენიმე გზით შეგიძლიათ, თუმცა ყველაზე მარტივია – Western Union-ით მიღება. გადახდის მეთოდი შეგიძლიათ შეარჩიოთ მენიუში «ანგარიში». უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფული გამოგზავნილი იქნება სტუმრის შესახლებიდან 24 სთ-ის გასვლის შემდეგ; მანამდე თანხა გაჩერდება Airbnb-ის ანგარიშზე — ეს კეთდება კლიენტების ინტერესების დაცვის მიზნით. თქვენ მაილზე მოგივათ კოდი, და თანხის მიღებას შეძლებთ ნებისმიერ ბანკში სადაც არის ვესტერნ იუნიონის მომსახურების სერვისი. აქვე ავღნიშნავთ, რომ Western Union-ის მომსახურების საკომისიო არის ფიქსირებული $10 და არ აქვს მნიშნელობა მიღებული თანხის რაოდენობას.
8. რა ხდება ქირავნობის ოფიციალურ გაფორმებასა და გადასახადებთან დაკავშირებით?
არსებობს გადასახადების გადახდით რამოდენიმე მეთდი. თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ გადასახადები როგორც ფიზიკურმა პირმა, ან როგორც ინდივიდუალურმა მეწარმემ. ხშირ შემთხვევაში, გამქირავებლები გადასახადს იხდიან როგორც ფიზიკური პირები. ამ ეტაპზე გადასახადი 5% შეადგენს.
9. გამოიყენეთ ჩვენი სერვისი
თუ თქვენთვის აირიბენბიზე რეგისტრაცია პრობლემურ საკითხად რჩება, ჩვენ შეგვიძლია თავიდან ბოლომდე დაგარეგისტრიროთ და აგიხსნათ, თუ რა როგორ ხდება. ამისთვის გაეცანით ჩვენს შემდეგ სტატიას ბმულზე გადასვლით https://werent.estate/airbnb-ze-registracia/ და დაგვიკავშირდით მობილურზე.
ჩვენ კი წარმატებებს გისურვებთ!