საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი  ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა. მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონების ბაზარი მგრძნობიარეა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ცვლილებების მიმართ, გრძელვადიან პერსპექტივაში მას ყოველთვის მოაქვს მოგება და მაღალი შემოსავალი. ამ საქმიანობს ეწევიან უძრავი ქონების აგენტები, ბროკერები, შუამავლები და მათ შორის ბინის მეპატრონეებიც. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ბინის მეპატრონე გაცილებით გამოცდილი და კვალიფიციურია ამ საქმიანობაში, ვიდრე ამ სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი. თუმცა არსებობს საკითხები, რომელიც შეიძლება ყურადღებიდან გამორჩეს როგორც გამოცდილ, ასევე გამოუცდელ ბინის მფლობელს, რომელიც დაკავებულია ამ საქმიანობით. ქვემოთ განვიხილავთ ძირითად შეცდომებს, რომელიც შესაძლოა დაუშვან ბინის მფლობელებმა, როდესაც უარს ამობებნ უძრავი ქონების აგენტებთან თანამშრომლობაზე.

  1. ქირის ფასის უცვლელობა

ბინის მეპატრონეთა უმრავლესობას უჭირს ობიექტურად შეაფასოს საკუთარი ფართი. საქართველო მიეკუთვნება განვითარებადი ქვეყნების რიცხვს და სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არასტაბილურია და შეიძლება ითქვას რომ ხშირად განიცდის ვარდნებს. ჩვენ გვინახავს ბევრი მეპატრონე, რომელმაც ბინა შეიძინა საკუთარი თავისთვის და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის გამო იძულებულია რომ გააქირავოს. ბუნებრივია, მეპატრონე რომელმაც სახლი საკუთარი თავისთვის მოაწყო გაცილებით მეტ დროს, ენერგიას, რესურს ხარჯავს და მაღალ ხარისხსს დებს ბინაში ვიდრე ის, ვინც გაქირავებისთვის იძენს ბინას. ამიტომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მეპატრონეს საკუთარ გონებაში აქვს ჩაბეჭდილი ბინის ღირებულება და არ სურს მისი შეცვლა. უძრავი ქონების ბაზარი არ მუშაობს ასე.  ამ სფეროში არის აღმასვლები და ვარდნები და თუ არ იქნება ქირა მოქნილი, დამქირავებლების შერჩევისას შესაძლოა ასეთი მფლობელი დარჩეს წაგებული. ნაცვლად ამისა, შეგიძლიათ მიენდოთ შუამავლის რჩევებს და ისწავლოთ როდის უნდა გაზარდოთ ან შეამციროთ ქირის გადასახადი, რათა დარჩეთ კონკურენტუნარიანი და ამასთანავე მიიღოთ მოგება.

  1. ვაკანტური ბინის სწრაფად გაქირავების რისკები

 როდესაც თქვენი უძრავი ქონება თავისუფალია, თანხის აღება კი გეჩქარებათ, ეს მდგომარობა გაიძულებთ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. არ იჩქაროთ, დაფიქრდით. თქვენთვის უმჯობესია გქონდეთ დროებით თავისუფალი ბინა, ვიდრე მოიჯარე, რომელიც უარს ამბობს ხელშეკრულებაზე, ან პირველ და ბოლო თვის წინასწარ გადახდაზე და შემდეგ კი არ გადაიხდის ქირას ან დააზიანებს ავეჯს/ტექნიკას. მიეცით დრო შუამავლს შეარჩიოს თქვენთვის იდეალური დამქირავებელები და დათანხმდით მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ ეს დამქირავებლები შეესაბამებიან თქვენს მოთხოვნებს.

  1. სიტყვიერი შეთანხმება

ნუ ენდობით დამქირავებელს სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე. შესაძლოა რომ გქონდეთ წინასწარი მოლაპარაკებები და გარკვეული სიტყვიერი შეთანხმებები, მაგრამ შემდეგ აუცილებლად შეიყვანეთ ყველა საკითხი ხელშეკრულებაში. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ორივე მხარე (მფლობელი; დამქირავებელი) დარჩეს დაცული გაურკვევლობებისგან. წინასწარ გაეცანით ხელშეკრულებას, რომელსაც გთავაზობთ აგენტი. არასრულმა ხელშეკრულებამ შეიძლება გამოიწვიოს დავა და გაუგებრობა.

სასურველია თუ თქვენი ბინის გაქირავებას მიანდობთ ისეთ სააგენტოს, რომელიც ხელშეკრულებებით მუშაობს. ჩვენი კომპანია ცოდნის და მრავალ წლიანი გამოცდილების საფუძველზე შედგენილი ხელშეკრულებით მუშაობს, რომელიც სრულიად იცავს როგორც მფლობელის, ასევე დამქირავებლის უფლებებს და ინტერესებს.

  1. მრავალწლიანი, ანუ ხანგრძლივი იჯარა

ნუ იჩქარებთ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად დაფიქრდით და გაანალიზეთ მინიმუმ რამდენი ხანი აღარ დაგჭირდებათ ფართი, რომელსაც აქირავებთ. შესაძლოა თქვენ აღმოჩნდეთ გაუთვალისწინებელი ფაქტის წინაშე და მოგიწიოთ აღნიშნული ფართის გაყიდვა ან სხვა ადამიანისთვის გადაცემა ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ დროზე გაცილებით ადრე. შედეგად კი თქვენ დაკარგავთ გარკვეულ თანხას და მოგიწევთ თავის მართლება დამქირავებლების წინაშე. ნუ დაეშურებით მრავალწლიან იჯარებს. დაიწყეთ 1 წლიანი ხელშეკრულებით, რომელიც განახლებადია ყოველწლიურად.

  1. მცირე დეტალების გაუთვალისწინებლობა

შესაძლოა თქვენ პირველად აქირავებთ ბინას ან მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში, მაგრამ ყურადღებიდან გამოგრჩეთ ისეთი მცირე დეტალები, რომლებიც შემდეგ კამათს და გაურკვევლობას გამოიწვევს თქვენსა და მოიჯარეს შორის. აგენტი, რომელიც მუშაობს ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე თითოეულ თქვენს მოთხოვნაზე ამახვილებს ყურადღებას და მან იცის რა დეტალები უნდა გაითვალისწინოს წინასწარ დამქირავებლების ტიპების მიხედვით. მაგალითად:

  • დასაშვებია თუ არა ცხოველები?
  • გსურთ თუ არა უსაფრთხოების დეპოზიტი?
  • მოწევა დაშვებულია?
  • შეუძლიათ თუ არა დამქირავებლებს გადაღებონ კედლები?

  შეჯამება

განიხილეთ თქვენი საინვესტიციო ქონება, როგორც ბიზნესი. დაუმეგობრდით მოიჯარეებს და უძრავი ქონების აგენტებს – ისინი თქვენთვის შემოსავლის კიდევ ერთი წყაროა. სერიოზულად მოეკიდეთ სწორად შერჩეული გამოცდილი უძრავი ქონების აგენტის რჩევებს. მიანდეთ საქმე პროფესიონალებს და დაისვენეთ ზედმეტი ფიქრისგან.

სტატიის ავტორი და უძრავი ქონების აგენტი: თამარი ციმაკურიძე
მობ
: +995577753002 (WhatsApp, Viber)

ელ.ფოსტა: tamari@werent.ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი