ჩვენთან ამ ტიპის დეკორატიული ბათქაში ახალი სახეობაა. ზოგი ოსტატი მას უწოდებს „მარმარილოს იმიტაციის მქონე დეკორატიულ საფარს“, მაგრამ სახელწოდება „ვენეციური“ გაცილებით მარტივია.
ბათქაშის ეს სახეობა მოიგონეს იტალიაში დიდი ხნის წინ, ხოლო თანამედროვე რემონტში შეიძლება ითქვას, რომ ის თავისი პოპულარობის პიკზეა. მის მომზადებას სჭირდება მარმარილოს და კირის ფხვნილი. მისგან მოპირკეთებული კედელი გამოიყურება როგორც გაპრიალებული მარმარილო. ის სინათლის სხივებს ბოლომდე ატარებს და საოცარ ფერებში აირეკლავს. დეკორატიული ვენეციური ბათქაშით მოპირკეთებული კედელი შეიძლება დამატებით გამაგრდეს, თუ მას ცვილით დავამუშავებთ. ვენეციური დეკორატიული ფსევდო-მარმარილო საბოლოოდ გამოდის 3-5 მმ სისქის და გამოირჩევა ორთქლის კარგი შეღწევადობით. იმ დაწესებულებებში, რომლებიც მოპირკეთებულია ამ მასალით, ძალიან მსუბუქია ჰაერი და სუნთქვაც გაადვილებულია. თუ თქვენ სახლის რემონტისას გამოიყენებთ პრაქტიკულ და ეკოლოგიურ ბათქაშს, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ის ძალიან დიდი ხნის მანძილზე შეგიქმნით სილამაზის, სიხარულის და ორგინილაურობის განცდას.
ვენეციური ბათქაშის იმიტაციებსაც აკეთბენ, მაგრამ მცოდნე ადამიანს შეუძლია გაარჩიოს ისინი. ნამდვილი ვენეციური ბათქაშის შემადგენლობაში შედის ქვებისგან მიღებული ფქვილი ან მათი კომბინაციები. რაც უფრო წვრილად არის დაფქვილი ქვა, მით უფრო გამჭვირვალე იქნება მარმარილოს იმიტაცია. ცვილის ფქვილი, რომელიც შედის ვენეციური ბათქაშის შემადგენლობაში, წარმოადგენს დამაკავშირებელ კომპონენტს. ნარევის ტრადიციულ ვარიანტში, დამაკავშირებელ კომპონენტად გვევლინება კომბინირებული ცვილი, რომელიც ბათქაშის საფარს ანიჭებს საჭირო სიმკვრივეს.
ჩვენთან იშვიათი გავრცელების მქონე ბათქაშის სახეობის შემცველი კომპონენტი არის საღებავი ან პიგმენტი. ამ მასალის გამოყენებისას თანამედროვე, ფერადი დიზაინისთვის შეიძლება გამოყენებული იქნეს ყველაზე არაორდინალური ფერები და გადაწყვეტები.