ხშირად ხდება ისე, რომ გიწევთ გადასვლა სხვა ქვეყანაში, ან უბრალოდ რამოდენიმე ბინა გაქვთ თბილისში და ნათესავებს არ სცალიათ მათ მისახედად, მეზობლებს კი ვერ ანდობთ გასაღებს? ამ შემთხვევაში, შპს ვირენთ.ჯი გაქირავებასთან ერთად გთავაზობთ ბინიების მოვლა-პატრონობის სერვისს.

 

ჩვენი მომსახურებით სარგებლობის უპირატესობები:


1. უძრავი ქონების გაქირავება

საჭიროების შემთხვევაში ჩვენ დაგეხმარებით გაქირავებაში. დავათვალიერებთ ადგილზე, გადავიღებთ სურათებს და უზრუნველყოფთ რელური კლიენტის მოძიებას. ჩვენ გაგვაჩნია 10 წლიანი გამოცდილება, ასევე ყველა ხელშეკრულების ფორმა და ინდივიდუალურად ვუდგებით ყველა კლიენტს. გაქირავების საკომისიო სტანდარტულია, დამატებით კი გთავაზობთ მოვლა-პატრონობის სერვისს.

2. ინდივიდუალური კონსიერჟის მიმაგრება

თავდაპირველად ჩვენ მოვახდენთ თქვენი ბინის სრულ აღწერას, ინვენტარიზაციას, გადავიღებთ ფოტოსურათებს და გავაფორმებთ კონტრაქტს ერთმანეთს შორის. შემდეგ კი თქვენ გეყოლებათ კონსიერჟი, რომელთანაც გექნებათ პირდაპირი კონტაქტი 24/7-ზე. ელ.ფოსტის, Viber-ის, WhatsApp-ის მეშვეობით . 

3. ბინის კონტროლი და შემოწმება

ბინის ზედმიწევნით შესამოწმებლად, კონსიერჟი ბინაში მივა თვეში თქვენს მიერ შეძენილი პაკეტიდან გამომდინარე. გადაიღებს სურათებს, ან ჩაგერთვებათ ვიდეოზარით და ანგარიშს ჩაგაბარებთ ბინის მდგომარეობის შესახებ. ყვავილების მორწყვა და კომუნალურების გადახდა ასევე შედის ჩვენს მომსახურებაში.

4. ბინის ყველა კომუნიკაციის და საყოფაცხოვრებო ნივთების კონტროლი

ბინაში მისვლისას კონსიერჟი აწარმოებს დანადგარების კონტროლს და შემოწმებას. მაგალითად ცენტრალური გათბობის ქვაბის წყლის წნევის მომატება, ონკანების შემოწმება, ნათურების შეცვლა, საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ გამოვიძახოთ ხელოსნი ან დამლაგებელი და ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ ვაკონტროლოთ მათი საქმიანობის ხარისხი, დროულობა და შედეგი.

 

5. მეპატრონის ინტერესების წარდგენა (დამატებითი სერვისი)

მხოლოდ თქვენთან შეთანხმების შემდეგ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით თქვენ შეგიძლიათ მოგვცეთ მინდობილობა და ჩვენ ვიქნებით თქვენი წარმომადგენელი თავმჯდომარესთან, იუსტიციის სახლში, მერიაში თუ სხვა ადგილებში. 

 

6. სერვისის საფასური

საბაზო
100₾
თვეში
ინდივიდუალური კონსიერჟის მიმაგრება
ბინაში ვიზიტი თვეში – 1
ბინის მდგომარეობის ყოველთვიური ფოტო-ვიდეო გადაღება
კორესპოდენციის მიღება და შენახვა
ყვავილების და მცენარეების მორწყვა
კომუნალური გადასახადების ყოველთვიური გადახდა
ბინის ყველა კომუნიკაციის კონტროლი
ლუქსი
200₾
თვეში
ინდივიდუალური კონსიერჟის მიმაგრება
ბინაში ვიზიტი თვეში – 3
ბინის მდგომარეობის ყოველთვიური ფოტო-ვიდეო გადაღება
კორესპოდენციის მიღება და შენახვა
ყვავილების და მცენარეების მორწყვა
კომუნალური გადასახადების ყოველთვიური გადახდა
ბინის ყველა კომუნიკაციის კონტროლი
დამლაგებლის ან ხელოსნის გამოძახება და ზედამხედველობა
მეპატრონის ინტერესების წარმოდგენა მესამე პირებთან
პროდუქტების ყიდვა მეპატრონის ან სტუმრის შესახლებამდე
ტრანსფერი აეროპორტიდან თვეში – 1

თუ თქვენ დაინტერესდით  ჩვენი მომსახურებით მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: info@werent.estate ან დაგვიკავშირდით: (+995) 577727337, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ყველა ამ საკითხის მოგვარებაში!

შპს WeRent.Ge – ღირსეული პარტნიორია კარგი რეპუტაციით და მრავალი წლის გამოცდილებით! 

This post is also available in: English Russian