ქირავნობის ხელშეკრულების ძირითადი ტიპები

 

თვიური ქირავნობის ხელშეკრულება

ტრადიციული იჯარის ხელშეკრულებებისგან განსხვავებით, ქირავნობის თვიური იჯარა ავტომატურად განახლდება ყოველთვიურად, სანამ გამქირავებელი ან დამქირავებელი არ გაწყვეტს მას. ასეთი ხელშეკრულება იდეალურია მოკლევადიანი გაქირავებისთვის ან იმ მეპატრონეებისთვის, რომლებიც ცდილობენ შეავსონ ვაკანტური ქონება მოკლე ვადით. მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაშიც, რომ მსგავსი ტიპის იჯარა გიადვილებთ თქვენი ქირის ფასის გაზრდას დამქირავებლების დაკარგვის გარეშე ან ხელშეკრულების გაწყვეტას ყოველგვარი დანაკარგის გარეშე.

მიუხედავად მისი ბევრი სარგებელისა, მას ასევე აქვს უარყოფითი მხარეები, ვინაიდან იჯარა მთავრდება ყოველი თვის ბოლოს, თქვენ გაქვთ მცირე დრო, ახალი დამქირავებლის საპოვნელად იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ამჟამინდელი მოიჯარე გადაწყვეტს წასვლას. ყოველთვიური იჯარას აქვს ნაკლებად სტაბილური შემოსავალი, რადგან არასოდეს იცით, როდის გეტყვით უარს დამქირავებელი  ხელშეკრულების გაგრძელებაზე.

 

მოკლევადიანი ხელშეკრულება

მოკლევადიანი ხელშეკრულება მოიცავს 3-დან 6 თვემდე პერიოდს. მსგავსი ტიპის ხელშეკრულება იდეალურია იმ დამქირავებლებისთვის, რომლებიც სამსახურიდან მივლინებით იმყოფებიან სხვა ქვეყანაში და არ აქვთ გადაწყვეტილი დიდი ხნით დარჩენა, ასევე იმ მეპატრონეებისთვის, რომლებიც ახლო მომავალში ბინის გაყიდვას გეგმავენ.  

თვიური იჯარისგან განსხვავებით ის არ განახლდება თავისით. ხელშეკრულების პერიოდის გასვლის შემდეგ ორივე მხარეს (დამქირავებელი და გამქირავებელი) სურვილის შემთხვევაში თავიდან უნდა გაფორმდეს ახალი, მოკლე ან გრძელვადიანი ხელშეკრულება.

 

გრძელვადიანი ხელშეკრულება

გრძელვადიანი ქირავნობის ხელშეკრულება ზოგადად მოიცავს 12- თვეს. ბინის მეპატრონეების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს ამ ტიპის იჯარის ხელშეკრულებას, რადგან ის გვთავაზობს სტაბილურ შემოსავალს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

ასეთი ხელშეკრულების დადებისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ყველა დეტალი იმისათვის, რომ დაცული იყოთ როგორც მესაკუთრე, რადგან გრძელვადიანი იჯარა კანონიერად გაკავშირებთ დამქირავებელთან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. მისი დარღვევის შემთხვევაში კი შესაძლოა მოგიწიოთ ჯარიმის გადახდა.

 

რომელია საუკეთესო ხელშეკრულება თქვენთვის?

ქირავნობის ხელშეკრულებების ტიპი, რომელიც საუკეთესოა თქვენი ქონებისთვის, დამოკიდებულია იმ მიზნებზე, რომლებიც დასახული გაქვთ და ასევე მოიჯარეების ტიპებზე, რომელთაც აპირებთ რომ მიაქირავოთ თქვენი ბინა. 12-თვიანი იჯარის ხელშეკრულება, როგორც წესი, სტანდარტულია, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებამდე თქვენ უნდა იპოვოთ სანდო მოიჯარეები.

 

სტატიის ავტორი და უძრავი ქონების აგენტი: თამარი ციმაკურიძე
მობ
: +995577753002 (WhatsApp, Viber)
ელ.ფოსტა: tamari@werent.ge