საცხოვრებელი სახლისთვის შპალერის შერჩევა ძალიან სერიოზული თემაა, რადგან მათი ყიდვის შემდეგ თქვენ მოგიწევთ ამ ფერებში და გარემოში ცხოვრება მინიმუმ რამოდენიმე წელი მაინც. იმისათვის, რომ არჩევანი მარტივად და სწორად გააკეთოთ გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რჩევები:
1. ნუ აარჩევთ დიდხანს
მაღაზიაში მისვლისას, როცა გაქვთ კონკრეტული მიზანი და უკვე დაათვალიერეთ უამრავი მასალა, თქვენ ვეღარც კი შეამჩნევთ როგორ აგიჭრელდებათ თვალები. რეზულტატში დიდი რისკია, რომ თქვენ არჩევანს ისეთ ვარიანტზე შეაჩერებთ, რომელიც არანაირად არ ემთხვევა თქვენს სურვილებს და ინტერიერს.
2. იყავით კრიტიკული რჩევებისადმი
თუ შპალერს სპეციალურად დაქირავებული ადამიანები გაგიკრავენ, გაითვალისწინეთ, რომ მათი რჩევები დიდწილად მათ ინტერესებშია. პირველ რიგში მათ უნდათ შპალერის სწრაფად და ნაკლები პრობლემებით გაკვრა. ამიტომ აირჩიეთ ის, რაც თქვენ მოგწონთ და არა მათ, მაშინაც კი, თუ ეს იქნება გასაკვრელად რთული, თხელი ფაქტურის ან რთული ნახატის მქონე შპალერი.
3. გაითვალისწინეთ სხვაობა განათებასა და აღქმას შორის
მაღაზიაში წარმოდგენილი შპალერის ნიმუშები ისე ნამდვილად არ გამოიყურება, როგორც კედელზე მასიურად გაკრული. ძალიან ნაზი და ლამაზი პატარა ნახატი კედელზე გაკვრის შემდეგ შესაძლოა თვალში ზედმეტად მოსახვედრი და გამაღიზიანებელი გახდეს. ხოლო ბაცი ორნამენტი ხშირ შემთხვევაში არც თუ ისე ცუდი გამოდის.
4. ნუ იტყვით უარს ფასდაკლებებზე
თუ თქვენ ძალიან გინდათ პრემიუმ-კლასის შპალერის შეძენა, მაგრამ ბიუჯეტი ამის საშუალებას არ გაძლევთ, მაშინ ფასდაკლებებისთვის თვალის დევნება ნამდვილად გამოგადგებათ. გაითვალისწინეთ, რომ ფასდაკლება იმიტომ არის ფასდაკლება, რომ მასში მოხვედრილი საქონელი ბევრი ნამდვილად არ იქნება. მაგრამ თუ თქვენ ექსპერიმენტებისთვის მზად ხართ, მაშინ შეგიძლიათ იყიდოთ რამოდენიმე სხვადასხვა რულონი და მოახდინოთ მათი კომბინირება. თუ საუბარია მცირე ზომის ფართზე, მაშინ სრულიად შესაძლებელია, რომ ე.წ. „დისქაუნთზე“ წარმოდგენილი საქონელი აბსოლიტურად საკმარის აღმოჩნდეს თქვენთვის.